6 წლის შემდეგ, Jamiroquai სცენაზე ბრუნდება. ცნობილი გახდა, რომ ჯეი ქეის ბენდი ევროპის მასშტაბით ტურნეს გამართავს. The Heels of Steel Tour 6 ნოემბერს დაიწყება და 12 დეკემბრამდე გასტანს. ტურნე სტარტს ესპანეთში აიღებს და დიდ ბრიტანეთში დასრულდება.
ამ პერიოდის განმავლობაში ,,ჯემიროქუაი” კონცერტებს საფრანგეთში, ჩეხეთში, იტალიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, ნიდერლანდებსა და ბელგიაში გამართავს.
Jamiroquai-ის დისკოგრაფია ამჟამად, 8 სტუდიურ ალბომს აერთიანებს, რომელთაგან ბოლო – Automaton, 2017 წლით თარიღდება.