LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ხნის შემდეგ, ნელი ფურტადო ახალ დისკს გამოუშვებს

207
87233541-0-image-a-3_1720745462410

7 წლიანი პაუზის შემდეგ, ნელი ფურტადო ახალ დისკს გამოუშვებს. კანადელი მომღერალის მეშვიდე სტუდიური ალბომის რელიზი, 20 სექტემბერს შედგება. ფირფიტას სიმბოლურად, 7 ჰქვია.

დისკის მთავარი ჩანაწერი – Love Bites, რომელიც Tove Lo-სთან და SG Lewis-თან კოლაბია, 22 მაისს, ხოლო მეორე სინგლი, კოლუმბიურ ბენდ, Bomba Estéreo-სთან დუო – Corazón, არტისტმა 12 ივლისს წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ მომღერალი სცენაზე 5 წლის შემდეგ, ტორონტოში, დრეიკის პერფორმანსისას, 2022-ში დაბრუნდა. მას შემდეგ ის კონცერტებს აქტიურად მართავს.

მისი მონაწილეობით, შარშან რამდენიმე სიმღერა გამოვიდა, რომელთაგან ყველაზე მოულოდნელი, ჯასტინ ტიმბერლეიკთან და ტიმბალენდთან კოლაბორაცია აღმოჩნდა. ვარსკვლავურმა ტრიომ 16 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ ითანამშრომლა და სიმღერა – Keep Going Up გამოუშვა. პირველად მათ ერთად, 2007 წელს, ჰიტზე – Give It to Me იმუშავეს.

ნელი ფურტადო Youtube-ის ,,მილიარდიანი ნახვის კლუბში” პირველად შევიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები