ქართველი შემსრულებელი, შოთა ადამაშვილი, რომელიც საქართველოში ფართო აუდიტორიამ „ვოისის“ ერთ-ერთი სეზონიდან გაიცნო, ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და მუსიკალურ კარიერას იქ, როგორც ჩანს, დიდი წარმატებით იკეთებს.
ახლახან მომღერალმა დიდ წარმატებას მიაღწია – ტეხასის ქანთრი მუსიკის საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონიაზე მან ორ ნომინაციაში გაიმარჯვა, როგორც 2025 წლის საუკეთესო ორიგინალური სიმღერის და ასევე საუკეთესო პერფორმანსის ავტორმა.
„დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის“, – წერს შოთა ადამაშვილი და ამ დიდი წარმატების გამო მილოცვებს იღებს.