LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც სოლიდარულია თითოეული პატიმრის მიმართ“ – ანდრო ჭიჭინაძის წერილი გლდანის ციხიდან

127
BeFunky-collage - 2025-01-18T231957.276

ანდრო ჭიჭინაძემ „შაბათის ეთერს” გლდანის ციხიდან წერილი გამოუგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც სოლიდარულია თითოეული პატიმრის მიმართ – ეს წერილი შაბათის ეთერს რეჟიმის მძევალმა მსახიობმა გამოუგზავნა. ანდრო ჭიჭინაძე თანამოაზრეებს არა სამაგალითოდ დასჯილ მოქალაქედ ესაუბრება, არამედ ადამიანად, რომელიც უსამართლობას იაზრებს და სიმტკიცით პასუხობს მას.

სოლიდარობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული და ევროპული გამოხატულებაა, რომელიც ძალის და ენერგიის მომტანია. ევროპა, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ, სწორედ ქრისტიანული კულტურის ცენტრია. ერთი და იგივე ფასეულობებზე დგას ეს ყველაფერი და ეს პროპაგანდით ვერ შეიცვლება. დღეს რაც ქვეყანაში ხდება წინა ხელისუფლების სისტემური მემკვიდრეობაა და იმ ხალხის გამკვირვებია 7 ნოემბერს რომ აპროტესტებდა ქუჩაში ცემას და ხალხის ძვლებში დალეწვას და ახლა რომ ვერ ხედავს. მაშინაც იღებდა ხმას ღირსეული ხალხი, დღესაც იღებს და ხვალაც ამოიღებს.
ადამიანის უფლებების დარღვევაში ხმის ამოღებას „პერიოდი“ არ სჭირდება. სახელის დარქმევა ფაქტებზე ყველაფრისთვის კარგია პიროვნულადაც, პოლიტიკაშიც და ზოგადად ყველაფერში.

ანდრო ჭიჭინაძეს არ ავიწყდება მისი კოლეგები, რომლებსაც ანდროს გათავისუფლების მოთხოვნის და პროტესტის გარეშე ერთი დღეც არ გაუტარებიათ.

განსაკუთრებულად არავის გამოყოფა არ მინდა, იმდენად დიდი მხარდაჭერა და გვერდში დგომა იგრძნობა, მაგრამ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სახელოვნებლო სფეროს წარმოამდგენლებს ასეთი ერთიანობისთვის და შეუპოვრობისთვის, სტუდენტებს გარეთ და უნივერსიტეტებში, რომლებიც იქ იძინებენ და იღვიძებენ.

ანდრო ჭიჭინაძის ადრესატია ივანიშვილის დეფაქტო მთავრობაც! უკანონო პატიმარი 66-ე საკნიდან “ქართულ ოცნებას” ახსენებს, რომ ძალაუფლება დროებითია, ღირსება მარადიული და ამიტომ იფიქრონ საკუთარი გადაწყვეტილებების შედეგებზე.

მთვრობებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ხალხის დაქირავებული არიან და არა პირიქით. ერთ ადამიანს აქვს პრობლემა? ვალდებულები ხართ მოუსმინოთ და აზრი გაითვალისწინოთ. ერთი რჩევა კიდევ, მარკუს ავრელიუსის „ფიქრები“ მაგარი წიგნია, გამოგადგებათ, ა ხო, კიდე, თავისუფლების აღკვეთაც პირობითია …
სიბრძნეს, პატიოსნებას და მორალურ სიმაღლეზე დგომას რეჟიმი მხოლოდ ამ წიგნით ვერ ისწავლის, მაგრამ იქნებ დაფიქრდეს მაინც”, – წერს ანდრო ჭიჭინაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g