პრემიერ- მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი მისი დისთვის ბაკურიანში ტყის გადაცემის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ტერიტორიის იჯარით აღება უსაფრთხოებიდან გამომდინარე იყო საჭირო.
“დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ე.წ. “ტყის ჩუქებამ…”. საზოგადოება, განზრახ შეყავთ შეცდომაში და ქმნიან ილუზიას, თითქოს ბაკურიანის ტყე ღარიბაშვილის ოჯახმა მიითვისა..
რეალობა კი ასეთია: ნახევარი ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელსაც სანახევროდ შეიძლება ტყე ეწოდოს და რომელიც საცხოვრებელი სახლის მიმდებარედაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა მისი იჯარით აღება, რომელზეც არც მშენებლობა შეიძლება და რა თქმა უნდა, არც ხის მოჭრა, პირიქით, ვალდებულებაა მოვლა-პატრონობის და ყოველწლიურად, სოლიდური თანხის შეტანის ბიუჯეტში.
საინტერესოა, რამდენად გულწრფელი და ნამდვილია პროტესტი, იმ გუნდის წევრებისგან და მათი რჩეული ჟურნალისტებისგან, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნისას, მხოლოდ 2009 წელს 3000-ზე მეტი ჰექტარი ტყის მასივი გაყიდეს, გაჩეხვის და ეკონომიური სარგებელის მიღების მიზნით….”, – წერს თამაზაშვილი ფეისბუქზე.