LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, გაიმარჯვა თუ არა – ეს პატარა ბიჭი ამ კონკურსით სრულიად საქართველომ შეიყვარა, შოპენის ეს თუნდაც კორუმპირებული კონკურსი ამად ღირდა, წინ მსოფლიო კარიერაა“ – თამარ ივერი დავით ხრიკულზე

393
თამარ ივერი

ფრედერიკ შოპენის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე ქართველი პიანისტის, დავით ხრიკულის შთამბეჭდავ ასპარეზობას, ამის მიუხედავად კი, პიანისტის უპრიზოდ დარჩენას, სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება ოპერის მომღერალი, თამარ ივერი.

ვიდეო: „ჭექა-ქუხილი ვარშავაში… ისტორია დაიწერა!..“ – ქართველი პიანისტი დავით ხრიკული პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის ფინალშია!

თამარ ივერი იმ თანადგომაზე წერს, რომელიც, განურჩევლად პროფესიისა, ქართულმა საზოგადოებამ დავით ხრიკულის მიმართ გამოავლინა.

როგორც მომღერალი აღნიშნავს, ამ კონკურსით დავით ხრიკული სრულიად საქართველომ შეიყვარა და ეს კონკურსი ამად ღირდა.

„ეს კონკურსი საკმაოდ მიკერძოებული ჟიურითაც გამოირჩევა… ზოგჯერ სკანდალური უსამართლობა კარგიც კია…“ – ირმა სოხაძე დავით ხრიკულის შესახებ

„გაოგნებული ვარ, ზოგჯერ ისეთი თანადგომა შეგვიძლია!! აქამდე ეს ბედნიერება მხოლოდ სპორტსმენების ხვედრი იყო.

ეს ორი დღეა კი, ძე ხორციელი არ დარჩენილა, ვინც დავით ხრიკულის თანადგომის და მისადმი უსამართლო გადაწყვეტილებაზე აღშფოთებული სტატუსი არ დადო.

მუსიკოსებმა, არამუსიკოსებმა, პოლიტიკოსებმა, მსახიობებმა, „ფეისბუკზე მოსეირნე“ რიგითმა ადამიანებმა, ვინც საერთოდ მისთვის უცნობი „ვიღაც“ დავითი აღმოაჩინა და მისი ვირტუოზული ვიდეოების შემდგომ დაინტერესდა პიანისტის ხელოვნებით, სპორტსმენებმა, ექიმებმა, პატარებმა, დიდებმა ა.შ

რაღაც თითქოს, ყველა თავს ვალდებულად თვლიდა, მისი წილი დაგროვილი „ბრაზის ორთქლი გამოეშვა“ ჩვენი ვირტუოზი ბიჭის დაჩაგვრის და უსამართლობის მსხვერპლად ქცევის გამო!

დღეს კი, ახალი დღეა და… უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, მან გაიმარჯვა თუ არა. დიდი შოპენის ამ (ჯიბის) კონკურსმა ის უკვე იმ უიშვიათეს, უბედნიერეს ადამიანად აქცია, ვის ყოველ ტურში გამოსვლის დროსაც, მთელი ქართული საზოგადოება მასთან ერთად სუნთქავდა, ღელავდა, უხაროდა, აღფრთოვანდებოდა, ნირვანაში ვარდებოდა, აღტკინდებოდა, განიცდიდა!

ეს პატარა ბიჭი, მისი შემოქმედების დასაწყისშივე, ამ კონკურსით სრულიად საქართველომ გაიცნო, შეიყვარა, გულში ჩაიხუტა, გვერდში დაუდგა და შოპენის ეს… თუნდაც კორუმპირებული კონკურსი ამად ღირდა!!!

წინ კი… წინ მსოფლიო კარიერაა, სადაც წლების შემდეგ ვარსკვლავის სტატუსის მქონე მუსიკოსს, ეს კონკურსი „ტკბილ-მჟავე სოუსივით“ ორმაგი გრძნობით გაახსენდება.

გაიხსენებს, რომ პატარა ადამიანების მიერ გაყალბებული ფინალური შედეგების სანაცვლოდ… დიდმა შოპენმა მას ქართველი ხალხის უზარმაზარი სიყვარული და მსოფლიო მუსიკალური სამყაროს დიდი აღიარება მოუტანა“, – წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.

„შოპენი რომ ცოცხალი იყოს, თავადვე სასამართლოში უჩივლებდა ამ სამარცხვინო ჟიურის!“ – დავით ხრიკულმა შოპენის პიანისტთა კონკურსზე 6 ადგილიდან და 5 სპეციალური პრიზიდან ვერ ერთი ვერ მიიღო

გაოგნებული ვარ ზოგჯერ ისეთი თანადგომა შეგვიძლია!! 🙏🏻❤️აქამდე ეს ბედნიერება მხოლოდ სპორტსმენების ხვედრი იყო. ეს ორი…

Posted by Tamar Iveri on სამშაბათი, 21 ოქტომბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g