LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი მწუხარება დაგვატყდა თავს სრულიად საქართველოს დააკლდება ნიკო…“ – ცნობილი ფოტოგრაფი, გიორგი ნიკოლავა ალპინისტისა და სამთო გიდის, ნიკოლოზ ფალიანის დაღუპვას ეხმაურება

136
ნიკოლოზ ფალიანი

„სამწუხარო ამბავი გავრცელდა სვანეთიდან, უშბაზე ნიკო ფალიანი, გამორჩეული ალპინისტი და სამთო გიდი მორიგი ექსპედიციის დროს დაიღუპა“, – ამის შესახებ ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა სოციალურ ქსელში წერს და უშბის მთაზე, ალპინისტისა და სამთო გიდის, 29 წლის ნიკოლოზ ფალიანის დაღუპვას ეხმაურება

ფოტოგრაფი ამბობს, რომ ნიკო ფალიანი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის განვითარებაში:

„სამწუხარო ამბავი გავრცელდა სვანეთიდან, უშბაზე ნიკო ფალიანი, გამორჩეული ალპინისტი და სამთო გიდი მორიგი ექსპედიციის დროს დაიღუპა. ნიკო აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის განვითარებაში.
ჩემი და სვანეთის ურთიერთობა 2015 წელს ფალიანების ოჯახით დაიწყო 1 კვირა ვსტუმრობდი ამ უკარგეს ოჯახს.
დიდი მწუხარება დაგვატყდა თავს სრულიად საქართველოს დააკლდება ნიკო“, – წერს ფოტოგრაფი.

უშბაზე მთის გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა: „დავკარგეთ არამხოლოდ მეგობარი, არამედ ადამიანი, რომლის სიმამაცე, სითბო და ძალა ყველასთვის შთაგონება იყო. მთები იყო შენი ეშხი და შენი სული, და სწორედ იქ დაგვტოვე შენს საყვარელ სივრცეში“

„მწვერვალებზე შეყვარებული ნიკო ფალიანი აღარ ჰყავს სვანეთს… უშბიდან ამომავალი მზე, უკვე მეორედ ჩამიქრა“ – უშბაზე ექსპედიციის დროს დაღუპულ მთამსვლელსა და სამთო გიდს, ნიკოლოზ ფალიანს ემშვიდობებიან

„ახალგაზრდობის მისაბაძი მაგალითი, სვანეთისა და მთლიანად საქართველოს ღირსეული წარმომადგენელი საერთაშორისო ასპარეზზე“ – ქართველი სამთო გიდები ნიკოლოზ ფალიანზე

ფოტო: „რა ბედნიერები ვართ ამ ფოტოში. ღმერთმა აცხონოს შენი სული, ნიკო. ძალიან დაგვაკლდები. მიხარია და ვამაყობ, რომ თქვენთან ერთად მწვერვალზეც მოვხვდი“ – მახო გიგანის ემოციური პოსტი

სამწუხარო ამბავი გავცელდა სვანეთიდან 💔 უშბაზე ნიკო ფალიანი გამორჩეული ალპინისტი და სამთო გიდი მორიგი ექპედიციის დროს…

Posted by Giorgi Nikolava Photography on ხუთშაბათი, 22 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g