LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი მწუხარებით ვიუწყებით დავით ნათაძის გარდაცვალების შესახებ…“ – საქართველოს სათხილამურო ფედერაცია სამძიმრის წერილს ავრცელებს

688
დავით ნათაძე

„საქართველოს სათხილამურო ფედერაცია“ სამძიმრის წერილს ავრცელებს.

წერილის თანახმად გარდაიცვალა დავით ნათაძე.

ფედერაციის თქმით, დავით ნათაძე წლების განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებაში საქართველოში:

„საქართველოს სათხილამურო ფედერაცია დიდი მწუხარებით იუწყება დავით ნათაძის გარდაცვალების შესახებ.

ბატონი დავით ნათაძე წლების განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებაში საქართველოში. როგორც ვეტერანი სპორტსმენი და მრავალი თაობის ამღზრდილი, იგი იყო იმ ფასეულობების მატარებელი და გამზიარებელი, რომლებიც არა მხოლოდ სპორტულ, არამედ ადამიანურ წინსვლასაც ემსახურება.

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ყველა მოთხილამურის სახელით დიდი სიყვარულით და უსაზღვრო პატივისცემით ემშვიდობება ამ განსაკუთრებულ ადამიანს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია დიდი მწუხარებით იუწყება დავით ნათაძის გარდაცვალების შესახებ. ბატონი დავით ნათაძე…

Posted by GSF – Georgian Ski Federation • საქართველოს სათხილამურო ფედერაცია on ოთხშაბათი, 28 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g