LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა, ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა“ – „ჯიპიაი ჰოლდინგი“

281
არ გადაკვეთო - პოლიცია

გასულ ღამეს, 7 დეკემბერს, გამთენიისას თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. სადაზღვევო კომპანიის „ჯიპიაი ჰოლდინგი“ განცხადებით, აღნიშნულ ავტოავარიაში დაიღუპა მათი თანამშრომელი, რომელიც საპროტესტრო აქციაზე მიდიოდა.

განახლება: მასალის გამოქვეყნების შემდეგ, სადაზღვეო კომპანიამ ჯიპიაი ჰოლდინგმა განცხადების ტექსტი დაღუპული ქალის ოჯახის თხოვნით შეცვალა. თავდაპირველად გავრცელებულ განცხადებაში „ჯიპიაი ჰოლდინგს“ ეწერა, რომ „ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა“. 

„დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა.

„დედაჩემი აქციაზე მოდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მცემდა! ისწავლეთ სხვისი პირადი სივრცის პატივისცემა და დატოვეთ რამე წმინდა“ – რას ამბობს თბილისში ავარიისას გარდაცვლილი ქალის შვილი

ავტომობილში იმყოფებოდა ჩვენი კოლეგის დედაც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით იმყოფება ამჟამად კლინიკაში და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.

ჩვენთვის უდიდესი ტკივილია იმის გაცნობიერება, რომ მიმდინარე მოვლენები ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს ემუქრება. ვუსამძიმრებთ და გვერდში ვუდგავართ ჩვენი კოლეგის შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებს ოჯახის თანხმობის გარეშე ვერ გავავრცელებთ“, – აღნიშნული იყო თავდაპირველად გავრცელებულ განცხადებაში.

მოგვიანებით, სადაზღვეო კომპანიამ პოსტი განაახლა შესწორებით:

„ოჯახის თხოვნით, შევასწორეთ ტექსტი:

დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა“

„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

magti 5g