შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღანლოში ერთი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს პოლიეთილენის პარკში შეფუთული 18,2484 გრამი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 2,2815 გრამ ჰეროინს შეიცავს.
შსს-ის ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.