სამკაულებისა და აქსესუარების მაღაზია „Mandarina” წინა საახალწლოდ მომხმარებელს 15%-იან ფასდაკლების აქციას სთავაზობს.
როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნა, მაღაზიაში ფასდაკლებები სრულ კოლექციაზე ვრცელდება.
„ჩვენთან მოსულ მომხმარებელს 15%-იან ფასდაკლებას ვთავაზობთ სრულ კოლექციაზე, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანია, მასში შედის:
საყურეები, ბეჭდები, ლამაზი თვლებით გაწყობილი ყელსაბამები. ჩვენი პროდუქცია ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას დააკმაყოფილეებს“, – აღნიშნა მენეჯერმა.
„Mandarina” -ს პროდუქცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდის, მათ შორის საფრანგეთიდან და იტალიიდან.
მისივე თქმით, მაღაზიაში ჩანთების დიდი არჩევანია, რომელიც ასევე 15%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ.
სურვილის შემთხვევაში ესტუმრეთ მაღაზიას მისამართებზე: ჭავჭავაძის N34, პეკინისN20, სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“ და „ქარვასლა“.