LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი სცენა“ – ბიძინა კვერნაძის ტურის ლიდერი ცოტნე გელოვანი გახდა

789
cotne-turis-lideri

„დიდი სცენა“ დიდი ქართველი კომპოზიტორის, ბიძინა კვერნაძის ტურს დაეთმო. კონკურსანტებმა სიმღერები საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და მისი ხელმძღვანელის, ნიკოლოზ რაჭველის მუსიკალური თანხლების ქვეშ შეასრულეს.

პროექტის დასაწყისში წინა კვირის აუტსაიდერებმა, ომა ფავორმა და ლუკა ჩაკვეტაძემ ერთობლივად იმღერეს, რის შედეგადაც მაყურებელმა მათ შორის ლუკა გამოარჩია და პროექტში ის დარჩა, ომასთვის კი დიდ სცენაზე ეს ბოლო გამოსვლა გახდა.

ომას პროექტიდან გამოთიშვას ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ერეკლე დეისაძეასე გამოეხმაურა:

„ომას სახით ამ პროექტმა დაკარგა გამორჩეული მონაწილე, რომელსაც ჰქონდა ხასიათი, თავისი ნიშაც, რომელიც ამ პროექტს ბევრად სრულყოფილს ხდიდა. ამის შემდეგ ბევრად მომთხოვნი ვიქნები ლუკას მიმართ. მე ეს ნამღერი არ მომეწონა.”

ლუკა კონკურსანტების რიგებს შეუერთდა და კიდევ ერთხელ გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა, სხვა მონაწილეებთან ერთად, თუმცა საბოოლოოდ, ის ისევ აუტსაიდერი გახდა, მარიამ ქაჯაიასთან ერთად. შემდეგ ტურს სწორედ ისინი გახსნიან და ის, ვინც მათ შორის ნაკლებბ ხმას მიიღებს, პროექტს დატოვებს.

ტურის ლიდერი გახდა ცოტნე გელოვანი, რომელიც ამ ამბავს გამორჩეული სიხარულით შეხვდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g