LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დიდი სცენის” კონკურსანტების მზადება ფინალისთვის და მათ მიერ შესრულებული სიმღერა ,,დროს როცა უნდა თოვს”

15
didi-scena-ardaidardo

რადიო ,,არ დაიდარდოს” გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები” მეგა შოუს  ,,დიდი სცენის” კონკურსანტები ესტუმრნენ, რომლებმაც ისაუბრეს ამ პროექტში პირველად გადადგმულ ნაბიჯებზე და მათ მეგობრულ ურთიერთობებზე. მომღერლემბა ეთერში ერთობლივი სიმღერა შემოგვთავაზეს სახელწოდებით ,,დროს როცა უნდა თოვს”. გადაცემის ბოლოს მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს თავიანთ გულშემატკივრებს მხარდაჭერისაკენ.

მარიამ, პირველ რიგში მინდა შენ გკითხო როგორი განწყობით ხარ?

მარიამ ქაჯაია:

განწყობა გვაქვს ძალიან კარგი, რადგან გუშინდელი ემოციები სამივეს თან გვდევს. ვართ ძალიან ბედნიერები იმით, რომ მოვიპოვეთ ფინალის  საგზური და მაქსიმალურად ვეცდებით კარგი ფინალი შევთავაზოთ მაყურებელს. ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი ნამღერი  არა მხოლოდ ვოკალურად, არამედ ემოციურადაც იყოს გამართული და ვფიქრობ მსმენელიც ხედავს ამას, რომ ჩემი გული და სული დევს იმ სიმღერაში, რომელსაც ვასრულებ. წინა გამოსვლა იყო ერთ-ერთი ყველაზე ემოციური, სადაც იყო სიხარულის ცრემლებიც,  გამოვიდა ძალიან მაგარი ლაივი.

ცოტნე რამდენად რთულია  ახალბედა ადამიანისთვის იმ პირველი ნაბიჯების გადადგმა, რასაც დიდი სცენის შესაძლებლობები ჰქვია?

ცოტნე გელოვანი:

რა თქმა უნდა სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან ყველა კონკურსანტს, პირველად მოგვიწია ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამოსვლა, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან დიდი გამოცდილებაა, რაც დაგვეხმარება ჩვენი სამომავლო კარიერის განვითარებაში. როდესაც ამდენი ადამიანი გიჭერს მხარს, აუცილებელია მათი იმედების გამართლება.

როგორ ფიქრობ ამ პროექტში შენი სავიზიტო ბარათი რა არის?

ხშირად ჟიურის წევრები აღნიშნავენ, რომ მაქვს ინდივიდუალიზმი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მომღერლისთვის, როდესაც ვმუშაობ სიმღერაზე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მოვირგო ის.

ირაკლი, მოგვიყევი ქართული ტურის შესახებ…

ირაკლი კაპანაძე:

პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობას გიხდით ჩვენი მოწვევისთვის, რაც შეეხება ქართულ ტურს, განსაკუთრებულად რთული იყო, რადგან უნდა წარმოგვეჩინა არა მხოლოდ ვოკალი, არამედ ის ფრაზები, ემოცია, რასაც ქართული სიმღერა ატარებს.

რამდენად მეგობრული და შეკრული ურთიერთობა გაქვთ?

მარიამ ქაჯაია:

თავიდანვე ძალიან შეკრული და მეგობრული ათეული ვიყავით, არ იყო შური და არც ცუდი დამოკიდებულება, მხოლოდ გვიხაროდა ერთმანეთის წარმატება. წინა შოუზე, როდესაც ცოტნემ იმღერა ისე ვინერვიულე, რომ ასე ჩემს ნამღერზე არ მინერვიულია. როდესაც ირაკლიმ მიიღო უმაგრესი შეფასებები, მე კულისებში ვიყავი უბედნიერესი. თითქმის სამი თვეა ერთად ვცხოვრობთ, ვიზრდებით და ვეხმარებით ერთმანეთს.  კონკურსის მიღმა არის ურთიერთობები, რომელიც პროექტის შემდეგაც რჩება.

რამდენად ძნელია მენტორებთან ურთიერთობა?

ირაკლი კაპანაძე:

ჟიურის ოთხივე წევრის შენიშვნები გასათვალისწინებელია, რადგან ისინი გვაძლევენ სწორ მიმართულებას თუ როგორ წარვმართოთ სიმღერა. ვფიქრობ, რომ მათი შეფასებები საწყენი არ არის, ისინი არიან კომპეტენტურები და იმისთვის არიან ჟიურის წევრები, რომ სწორი მიმართულება მოგვცენ, ჩვენ კი აუცილებლად უნდა დავუჯეროთ  მათ მითითებებს.

ცოტნე გელოვანი:

დავეთანხმები ირაკლის, თუმცა იყო შეფასებები, რომელსაც არ ვეთანხმებოდი. ყველა ადამიანი ინდივიდუალურად გაფასებს, შესაბამისად ძირითად ნაწილს რა თქმა უნდა ვითვალისწინებ.

მარიამ ქაჯაია:

ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე შეფასება მეწყინა, მიუხედავად ბევრი კრიტიკისა, თუმცა მათი შეფასებების გათვალისწინება  ჩემს მოტივაციად და იარაღად ვაქციე. მიხარია, რომ ყველა ჯერზე სალიო მეუბნება მადლობას, რომ  მის რჩევებს ვითვალისწინებ.

 

გადაცემის აუდიჩანაწერი

 

ირაკლი კაპანაძე, მარიამ ჯანჯღავა და ცოტნე გელოვანი – დრო. Live

 

“დიდი სცენის” ფინალისტები – ი. კაპანაძე, მ. ქაჯაია და ც. გელოვანი. “ღვინო დუდუკი ქალები”.

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები