LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დიდი სცენის” მეექვსე ლაივკონცერტი, გია ყანჩელის მუსიკა და ტურის ლიდერი, ლევან ყანდიაშვილი

217
levanyandiashvilididiscenagst

,,დიდი სცენის” მეექვსე ლაივკონცერტი დიდი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა. სწორედ დღეს, 10 აგვისტოს გახლავთ ყანჩელის დაბადების დღე.

ტურს ნიკოლოზ რაჭველი უძღვებოდა, საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მან კიდევ ერთხელ შემოგვთავაზა გია ყანჩელის შემოქმედება, ამჯერად ,,დიდი სცენის” ახალბედა მომღერლებთან ერთად.

ტურის ლიდერი გახდა ლევან ყანდიაშვილი, რომელმაც შეასრულა სიმღერა ,,საით მიდიხარ“.

რაც შეეხება აუთსაიდერებს, შესრულებული სიმღერების შედეგად, ჟიურის შეფასებისა და მაყურებელთა ზარების დაჯამების შედეგად, სამი აუთსაიდერი გამოიკვეთა, ცოტნე ბარბაქაძე, თინა დათიკაშვილი და გიორგი ფუტკარაძე. ჟიურიმ თავისი შესაძლებლობა გამოიყენა და აუთსაიდერების რიგებს ცოტნე ბარბაქაძე, ,,დიდი სცენის” ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გაარიდა, შესაბამისად, ზედიზედ უკვე მეორედ აუთსაიდერებში აღმოჩნდა თინა დათიკაშვილი და მას შეუერთდა გიორგი ფუტკარაძე. შემდეგი ლაივკონცერტი სწორედ მათი დუეტით გაიხსნება, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი პროექტს დატოვებს. აღსანიშნავია, რომ გუშინდელ ლაივზე თინა დათიკაშვილი სწორედ ასეთი დუელის შედეგად დარჩა პროექტში და “დიდი სცენა” აკაკი პაპუნიდმა დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები