მრავალი წამყვანი ავტომწარმოებელი სედანების გაყიდვების შემცირებაზე საუბრობს. ასეთი სიტუაცია შეემთხვა ამერიკულ კომპანია General Motors-საც, რომელმაც 4 წლის წინ Chevrolet Impala წარმოადგინა. Consumer Reports-ის ექსპერტებმა Impala-ს საუკეთესო სედანი უწოდეს მათ შორის, რაც კი ოდესმე ჟურნალისტებს ტესტ-დრაივზე გაუყვანიათ. ეს ავტომობილი მწარმოებელთან დაკავშირებული გარკვეული უსიამოვნებების შემდეგ მარკის აღორძინების სიმბოლოდ იქცა. ოთხი წლის შემდეგ კი Chevrolet Impala-მ პოპულარობა დაკარგა. მიზეზად ქროსოვერების პოპულარობა სახელდება. ასეთივე მდგომარეობა აქვს სამხრეთ კორეულ Hyundai-საც, რომელმაც სედანი Azera ამერიკის ბაზარზე წარმოებიდან მოხსნა. რაც შეეხება Ford-ს, მან აშშ-სა და ჩინეთში Taurus-ი გაყიდვიდან მოხსნა. სტატისტიკის თანახმად, სრულზომიანი სედანების რეალიზაცია წლის დასაწყისიდან მოყოლებული 18%-ით შემცირდა. აშშ-ში აღნიშნულ სეგემენტზე ბაზრის 2,3% მოდის. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სედანებისგან განსხავებით, ქროსოვერებს გამავლობა და ტვირთამწეობა მეტი აქვთ, უფრო ნაკლები ღირს და საწვავიც უფრო ნაკლები სჭირდებათ, ეს კი მაშინ, როდესაც სედანებს პრემიუმ კლასის წარნმომადგენლებად მოიხსენიებენ და ფასში სულ უფრო იზრდება.