LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი შეცდომა იყო, რომ უკრაინასა და საქართველოს არ მივეცით MAP-ი, განსაკუთრებით საფრანგეთი და გერმანია იყვნენ წინააღმდეგი, ამ შეცდომით პუტინს გავუგზავნეთ სიგნალი ნატო-ში განხეთქილებაზე: ანდერს ფოგ რასმუსენი

99
rasmussen-anders-fogh1.jpeg

“დიდი შეცდომა იყო, რომ უკრაინასა და საქართველოს არ მივეცით MAP-ი, განსაკუთრებით საფრანგეთი და გერმანია იყვნენ წინააღმდეგი, ამ შეცდომით პუტინს გავუგზავნეთ სიგნალი ნატო-ში განხეთქილებაზე”, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინისა და საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას განსაკუთრებით საფრანგეთი და გერმანია ეწინააღმდეგებოდნენ.

„მიმაჩნია, რომ დიდი შეცდომა იყო, როდესაც ჩვენ უკრაინასა და საქართველოს არ მივეცით სტატუსი, ტექნიკური ენით კი წევრობის სამოქმედო გეგმა. ჩვენ ნატო-ში ვერ შევთანხმდით. მე ვიყავი მომხრე, აშშ-ის პრეზიდენტი იყო მომხრე, მაგრამ განსაკუთრებით საფრანგეთი და გერმანია ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინისა და საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას. ასე, რომ ჩვენ ვერ შევძელით და ვერ მოვახერხეთ. ამის ნაცვლად, რეალურად გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან. ეს საკმაოდ ძლიერი განცხადებაა, მაგრამ პუტინი განრისხდა და 2008 წელს, ბუქარესტში ჩვენი სამიტიდან ოთხი თვის შემდეგ, საკვანძო გზავნილი გაგზავნა, როდესაც საქართველოს შეუტია და მოახდინა ამ ქვეყნის რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ოკუპირება.

ვფიქრობ, ეს იყო მთავარი შეცდომა, რადგან პუტინს გავუგზავნეთ სიგნალი ნატო-ში განხეთქილების თაობაზე. ეს უნდა ყოფილიყო ისტორიიდან მიღებული გაკვეთილი და 2014 წელს მთელი ეს ისტორია განმეორდა, როდესაც მან ყირიმი წაიღო. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუპასუხეთ ყოყმანით, რბილად, მივიღეთ სანქციები, მაგრამ ეს არ იყო საკმარისად ძლიერი. შემდეგ პუტინმა დაასკვნა, რომ მას შეეძლო, გაეგრძელებინა „თავგადასავალი უკრაინაში“ და ჩვენ ახლა ამისთვის ვიხდით“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g