LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი შვიდეულის შეხვედრაზე საქართველოს არ მიწვევა არის ივანიშვილის რეჟიმის მოღალატეობრივი, პროპუტინისტური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი – გიგა ბოკერია

109
გიგა ბოკერია

“დიდი შვიდეულის შეხვედრაზე იყო მიწვეული უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე მიწვეული იყო მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვინ არ იყო აქ მიწვეული? – საქართველოს ხელისუფლება. ეს, სამწუხაროდ, აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელებაა იმ შედეგების, რაც დგება ივანიშვილის რეჟიმის კურსის შედეგად. – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია G7-ის სამიტზე საქართველოს არ მიწვევის საკითხს.

“ჩვენ ყველანი ვაკვირდებით იმ საგანგაშო შედეგებს ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკისა, რომელიც წლებია მიმდინარეობს და რომლის ზიანიც გაღრმავდა პუტინის აგრესიის ბოლო ფაზისას უკრაინაში. უკვე შედეგები გვაქვს, შედგა დიდი შვიდეულის შეხვედრა გერმანიაში, ამ შეხვედრაზე ბუნებრივია უნდა განხილულიყო პუტინის აგრესიის ფონზე, თავისუფალი სამყაროს, დასავლეთის რეაქცია, მისი შემდგომი პოლიტიკა ამ ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ და დახმარება ყველა იმ ქვეყნისა, რომელსაც საფრთხე უშუალოდ ემუქრება.

 არ არსებობს ნდობა ამ რეჟიმის მიმართ, რომ ამ დაპირისპირებაში თავისუფალ სამყაროსა და პუტინის რუსეთს შორის, არის თავისუფალი სამყაროსკენ. ზოგჯერ, პერიოდულად, რამდენი ფორმალური განცხადებაც არ უნდა გაკეთდეს, რომ ევროპული არჩევანი ჩვენი მყარი არჩევანია, ქართველი ხალხის, ღარიბაშვილიც კი იძახის ხოლმე იანუკოვიჩის მსგავსად, მაგრამ რეალურად მათი მოქმედებები, მათი ანტიდასავლური პროპაგანდა შეუმჩნეველი არავის რჩება.

ამ რეჟიმის პოლიტიკის შედეგად, საქართველო შეიძლება დარჩეს დაუცველი ახლო მომავალში, რომლის ფასსაც ჩვენი შვილები და ჩვენ თავად გადავიხდით ახლო მომავალში და ეს ფასი იქნება ძალიან დიდი.“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ, რომელიც ფიქრობს, რომ მისივე სიტყვებით, “დიდი შვიდეულის შეხვედრაზე საქართველოს არ მიწვევა არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მოღალატეობრივი, პროპუტინისტური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი”.

პარტიის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, საკითხს ასევე გამოეხმაურა გიორგი კანდელაკი.

„უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველო არ ყოფილიყო მიწვეული დიდი შვიდეული სამიტზე სტუმრის სტატუსით მაშინ, როცა უკრაინა, განსაკუთრებით კი მოლდოვა მიწვეულია ამ სამიტზე, არის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური განაცხადი. ეს, არ არის შემთხვევითი.

ეს გადაწყვეტილება არის შედეგი იმისა, რომ რუსეთის აგრესიის უკრაინის წინააღმდეგ კონტექსტში საქართველო პოზიციონირებს, როგორც რუსეთის რბილი სატელიტი, შედეგი იმისა რომ ქართულმა ოცნებამ ფსონი რუსეთის გამარჯვებაზე დადო, მათ შორის ჩვენ შიდაპოლიტიკურ დისკურსში. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმოდეს რა შეიძლებოდა ყოფილიყო დიდი შვიდეულის სამიტის განხილვის თემა და რა არის.

ამ სამიტზე უკეთესი ფორმატი საქართველოს დეოკუპაციის საკითხის წამოსაწევად ძნელად წარმოსადგენია.

უკეთესი ფორმატი საქართველოს დეოკუპაციის საკითხის დასავლურ სანქციებში მოსათავსებლად და ამ თხოვნის დასაყენებლად უბრალოდ არ არსებობს, იმიტომ რომ დიდი შვიდეულის სამიტში მონაწილეობენ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი, გავლენიანი და დემოკრატიული ქვეყნების ლიდერები. ერთი მხრივ ეს არის ჩვენთვის თვალშისაცემი პოლიტიკური განაცხადი, ამავე დროს უნდა გვესმოდეს რა ფასს ვიხდით ქვეყანა.“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, გერმანიაში დიდი შვიდეულის ქვეყნების 3-დღიანი სამიტი მიმდინარეობს, სადაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა, მიმდინარე ომი და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. G7-ის გარდა, შეხვედრაზე მიიწვიეს უკრაინისა და მოლდოვის საგარეო მინისტრებიც, საქართველო 3-დღიან სამიტზე წარმოდგენილი არაა. კომენტარისთვის „ფორტუნა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, პრესსამსახურის განცხადებით, უწყება მიზეზებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

მოგვიანებით, საქართველოში გერმანიის საელჩომ განმარტა, რატომ არ იყო მიწვეული საქართველო „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც უკრაინა, მოლდოვა და ინდონეზია ესწრებოდნენ.

„ინდონეზია „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა 2022 წელს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს მის ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამო, მოლდოვის რესპუბლიკა კი ამ ომის უშუალო გავლენის, მათ შორის მოლოდოვაში უკრაინელ ლტოლვილთა ძალიან დიდი რაოდენობის გამო“, – აცხადებენ გერმანიის საელჩოში.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g