LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი სიურპრიზები მაღაზია ”იუსკისგან”

112

მაღაზია ”იუსკი” მომხმარებელს 24-25 დეკემბერს გრანდიოზულ ფასდაკლებებს სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მარკეტინგის მენეჯერმა აღნიშნა, ახალ წელთან დაკავშირებით ”იუსკიში” მისულ მომხმარებელს დიდი ფასდაკლების  აქცია და უამრავი სიურპრიზი ელის.

”24-25 დეკემბერს ჩვენთან მოსული მომხმარებელი საუკეთესო დროს გაატარებს. საახალწლო კოლექციაზე იქნება გრანდიოზული ფასდაკლება. საახალწლო განწყობას გაგილამაზებთ DJ, გვექნება ცხელი გლინტვეინები, ყავები. იქნებიან თოვლის ბაბუები, რომლებიც დაარიგებენ საჩუქრებს და იქნება ნამდვილი საახალწლო დღესასწაული. ჩვენთან მოსულ სტუმრებს დახვდებათ ბევრი სიურპრიზი მაღაზიაში”, – აღნიშნა მენეჯერმა.

მისივე თქმით, 24-25 დეკემბერს გათამაშდება უამრავი საჩუქარი.

მაღაზია ”Shopping Night” დროს 11:00 საათიდან 00:00 საათამდე იმუშავებს. ”იუსკის” მისამართია: მარშალ გელოვანის N36.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები