LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი სიურპრიზი „გრეის ანატომიის” ფანებს – კეტრინ ჰაიგლისა და ელენ პომპეოს პირველი ფოტოსესია 18 წლის შემდეგ

293
გრეის-ანატომია

ზუსტად 18 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა ყველა დროის ყველაზე პოპულარული სამედიცინო სერიალი „გრეის ანატომია“. იმ მსახიობთა შორის, ვინც მაყურებელს თავი გამორჩეულად შეაყვარა, არიან პირველი 5 სეზონის მსახიობები, მათ შორის, კეტრინ ჰაიგლი, რომელიც სერიალში ექიმი იზი სტივენსის როლს ასრულებს

კერტინ ჰაიგლის გმირი, ექიმი იზი სერიალიდან 2010 წელს წავიდა, სიუჟეტის მიხედვით მისი გმირი ფატალურ შეცდომას დაუშვებს, რის გამოც მას კლინიკიდან გაუშვებენ. მსახიობმა „გრეის ანატომიის“ შემდეგ რამდენიმე დასამახსოვრებელი როლი შექმნა კინოსა და სერიალში. დღეს კი ის გამოცემა „ვერიეთის“ გარეკანზე, „გრეის ანატომიის“ უცვლელ ვარსკვლავთან, ელენ პომპეპსთან ერთად გამოჩნდა. პროექტისთვის Actors on Actors 44 წლის ჰაიგლი და 53 წლის ელენ პომპეო ისევ ერთად პოზირებენ.

ფოტო: ანჯელინა ჯოლი და ელენ პომპეო ვახშმის დროს გადაიღეს

„გრეის ანატომია“ მე-20 საიუბილეო სეზონით ბრუნდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g