LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდხანს ვერ ვიქნები უთქვენოდ. ძალიან მალე დაგიბრუნდებით.. სად და როგორ ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს“ – რას წერს თათია შარანგია „სთორის“ ახალ სეზონზე

673
თათია შარანგია

თათია შარანგიას გადაცემა „სთორი“ მალე ახალ სეზონს შემოგვთავაზებს.

როგორც თათია სოციალურ ქსელში წერს, მაყურებლის გარეშე დიდხანს ვერ გაძლებს. თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს რომელ არხზე გავა გადაცემა.

„ჩემო საყვარელო მეგობრებო, გულშემატკივრებო,
„სთორი“ გაიცანით ონლაინ პლატფორმაზე, შეიყვარეთ და მიიღეთ. რისიც მუდამ მადლობელი ვიქნები, მე გავაჩინე, შვილივით შევიყვარე და გავზარდე, (ძალიან მაგარ გუნდთან ერთად) სახელი – მე დავარქვი. ზოგს მოსწონდა, ზოგს არა, მუსიკას როგორ ვარჩევდით მახსოვს-დღეს მის გაგონებაზე ბევრს, სწორედ “სთორი” გახსენდებათ. განვითარება განაგრძო Formula • ფორმულაზე. არაჩვეულებრივი კოლექტივი, პროფესიული წინსვლა მომიტანა არხმა რომელიც სთორი/Story”-ს სახლი გახდა, 4 წლის მანძილზე. შემდეგ იყო TVC • ტი-ვი-სი, უნიჭიერეს ადამიანებთან ერთად, მადლობა მინდა ვუთხრა მათ, არაჩვეულებრივი თანამშრომლობისთვის.
„სთორის“ გარდატეხის ასაკი აქვს.. მინდა ახალი ძალებით და შემართებით შევუდგე ახალ სეზონს. სად და როგორ ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს.
დიდხანს ვერ ვიქნები უთქვენოდ. ძალიან მალე დაგიბრუნდებით. უღრმესი მადლობა ვისაც “სთორი”ს შენებაში თითო აგური მაინც დაუდია. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის, 400 მდე გამორჩეულ სტუმარს კი – ნდობისთვის. დიდი მადლობა – ჩემს ოჯახს ❤️
ძალიან მიყვარხართ! შეხვედრამდე 💫❤️“, – წერს თათია.

ფოტო/ვიდეო: თათია შარანგია მეუღლესთან ერთად ისვენებს – რა კადრებს გვიზიარებს ტელეწამყვანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები