დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალი პაკეტი დააანონსა, რომელიც დაკავშირებულია მოსკოვის მოჩვენებით რეფერენდუმთან აღმოსავლეთ უკრაინის ოთხი რეგიონის რუსეთთან შეერთების შესახებ, – ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა “როიტერსი” ავრცელებს.
ბრიტანული მედიის ცნობით, 92 სანქციის სამიზნეს უკრაინის ოთხ რეგიონში ორგანიზებული ყალბი კენჭისყრის უკან მდგომი პირები წარმოადგენენ.
ამასთან, სანქციები ასევე შეეხებათ იმ პირებსაც, რომლებიც რუსეთის ომის მხარდაჭერას აგრძელებენ.
სანქცირებულ პირთა შორის არიან “სბერბანკის“, “გაზპრომბანკის” და “სოვკომბანკის” ბორდების 55-მდე წევრი.
ბრიტანეთის მთავრობამ სანქცირებულთა სიას კიდევ ოთხი ოლიგარქი დაამატა – გოდ ნისანოვი, ზარახ ილიევი, ისკანდერ მახმუდოვი და იგორ მაკაროვი. არსებული ინფორმაციით, მათი ქონება 6,3 მილიარდი ფუნტს მოიცავს.