LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდთოვლობა კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე- მძღოლები შველას ითხოვენ

ტოვლი

კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე მოძრაობა უკვე მეორე პარალიზებულია, ხოლო სატვირთო ავტომობილები მეხუთე დღეა ვერ გადაადგილდებიან.

მძღოლების ნაწილი ამბობს, რომ 4 რიცხვიდან არიან გაჩერებულები და მათ არავინ არაფერს ეუბნება.

რთული მეტეოროლოგიური პირობების და ზვავსაშიშროების გამო, გზის გაწმენდითი სამუშაოები დაწყებული არ არის, ადგილზე ჯერ არ შესულა მძიმე ტექნიკა.

როგორც მძღოლები ამბობენ, მათი ინფორმაციით, შეფერხება კიდევ ორ დღეს გაგრძელდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით კი, უამინდობა გუდაურში 12 იანვრამდე გაგრძელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g