LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდთოვლობის გამო, აშშ-ში ასეულობით რეისი გადაიდო

1544422408-48063051_2535603043124364_5824015540737277952_n

აშშ-ში დიდთოვლობის გამო, 380 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიის შედეგად რამდენიმე ასეული ფრენა გადაიდო.

დიდთოვლობა კაროლინას, ალაბამას, ჯორჯიის, ტენესისა და ვირჯინიის შტატებს დაატყდა თავს. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

დიდთოვლობის გამო, დაკეტილია გზები და შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა. აშშ-ის ამინდის ეროვნული სამსახურის ინფორმაცით, თოვა რამდენიმე დღე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები