LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისებს შტადლერის მატარებლის ნაცვლად, „ჯრტს“ ტიპის მატარებელი შეასრულებს

283
საქართველოს რკინიგზა

„ტექნიკური მიზეზების გამო, მიმდინარე წლის 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისებს შტადლერის მატარებლის ნაცვლად, „ჯრტს“ ტიპის მატარებელი შეასრულებს“ – ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ განმარტავენ, სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო, მგზავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი კომფორტული ავტობუსი.

განცხადების თანახმად, გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავრებს აუნაზღაურდებათ 100%-ით, ეტაპობრივად 30 დღის განმავლობაში.

სამგზავრო მატარებელი ფეიქრების ქუჩასთან სამუშაო პლატფორმას შეეჯახა – დაღუპულია 2 ადამიანი

„გაცნობებთ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, მიმდინარე წლის 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი №806/805 „ჯრს“ (შტადლერი) მატარებლის ნაცვლად, რეისებს შეასრულებს „ჯრტ“-ს ტიპის მატარებელი.

სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო, მგზავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი კომფორტული ავტობუსი.

იგივე ტექნიკური მიზეზით, 2024 წლის 6 სექტემბრიდან გაუქმდება №806/805 მატარებლის მიმოსვლა, რომლის გამოყენებაც დაგეგმილი იყო 15 სექტემბრის ჩათვლით.

გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავრებს აუნაზღაურდებათ 100%-ით, ეტაპობრივად 30 დღის განმავლობაში.

„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გუშინ ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც ლიანდაგზე სამუშაოებს ახორციელებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 -ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

📢ძვირფასო მგზავრებო, 🔹გაცნობებთ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, მიმდინარე წლის 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის…

Posted by საქართველოს რკინიგზა / Georgian Railway on სამშაბათი, 03 სექტემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები