კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, განაცხადა, რომ ახალი საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი მახათას მთაზე აშენდება.
გიორგაძემ მათ, ვინც ამ იდეას ეწინააღმდეგება გადაცემა “პრიორიტეტში” უპასუხა.
“ფიზიკურად არ არის ადგილი დიდუბეში. ძალიან მკაფიო განმარტებები გააკეთა დედაქალაქის ვიცემერმა ნინა ხატისკაცმა. ვერ წარმომიდგენია მისი ეთერის შემდეგ, რამე კითხვის ნიშანი არსებობდეს ამასთან დაკავშირებით. დიახ, დღეს მახათას მთაზე ახალი პანთეონი შენდება, არმგონია ეს პრობლემა იყოს”, – განაცხადა კულტურის მინისტრმა.
საქართველოს საზოგადო მოღვაწეების, მწერლებისა და პოეტების გარკვეული ნაწილი, მახათას მთაზე ახალი საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის გახსნას ეწინააღმდეგება, რის შესახებ თბილისის მერიას საპროტესტო წერილითაც მიმართეს.