დიდუბეში, მამაკაცს მატარებელი დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.
საქმეზე გამოძიება დაიწყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.