LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Die Welt სვანეთის შესახებ წერს

229
11

ის საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს, იქ, სადაც მთები ცას სწვდებიან. მას „კავკასიის გვირგვინსაც“ კი უწოდებენ – ასე იწყება სტატია სვანეთზე, რომელსაც ცნობილი გერმანული გამოცემა Die Welt აქვეყნებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სვანეთი, გარდა თვალწარმტაცი ბუნებისა, თავს იწონებს კოშკებით, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენენ და რომ საქართველოს ეს კუთხე ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის თავშეყრის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.

სტატიის მეშვეობით გერმანელი მკითხველი სვანურ სამზარეულოსაც ეცნობა – კუბდარი აღნიშნულია, როგორც ამ მხარის ტრადიციული კერძი, რომელიც ხორცითა და სანელებლებით მზადდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები