LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიეტა, მასაჟი, ვარჯიში – როგორ ჩავდგეთ ფორმაში – სილამაზის აკადემია

87
2

დიეტა, მასაჟი, ვარჯიში – როგორ ჩავდგეთ ფორმაში – გადაცემის “სილამაზის აკადემია” სტუმარია ექიმი მარი მილორავა.

როგორ აისახება სხეულის ფორმების ცვლილებებზე მონდომება?

ახალი წლის მხიარული დღესასწაულების მერე განსაკუთრებით აქტუალურია გახდომა და კორექცია. ვიწყებთ ფიქრს დიეტაზე და რაიმე საშუალებებზე, რაც ხელს შეგვიწყობს ლამაზად გავხდეთ, გავისწოროთ სწორედ პრობლემური ადგილები და თან არ დავკარგოთ ტონუსი და სიმკვრივე. თუ გვინდა ყველა პრობლემა ერთად მოვაგვაროთ, ამის საშუალება არსებობს. როგორ გავიმარჯვოთ სარკესთან ბრძოლაში, ასევე განვიტვირთოთ, გავლამაზდეთ და შევმსუბუქდეთ. პირველ რიგში ფსიქიკა უნდა განვაწყოთ, რომ ეს არაა შემაწუხებელი ეტაპი, არამედ ესაა პატარა საფეხური ჯანმრთელი და ლამაზი ცხოვრებისაკენ.

რამდენად დავიცვათ დიეტა?

დიეტა ერთ-ერთ ეტაპია. დღეში მხოლოდ 150 გრამი ცხიმი შეიძლება ორგანიზმმა შეინახოს ცხიმოვან საფარველში. დანარჩენი კი არის სითხე და გადამუშავებული საკვების ნარჩენები. ამიტომ პირველ ეტაპზე სწორედ ამ ზედმეტი სითხისგან და ნარჩენებისგან განთავისუფლებას გირჩევთ. ამაში კი კარგად დაგეხმარებათ განტვირთვის დღეები. იანვარში კარგია ხილით განტვირთვა– ვაშლით ან ციტრუსით და ამასთანავე მინიმუმ 2 ლიტრი სითხის მიღება. ასევე პირველ დღეს კარგია გამწმენდი ოყნა და ნახშირი (ვიანგარიშოთ ყოველ 10 კგ–ზე 1 აბი). ასევე კარგია ცისფერი თიხა (1 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე 1–2 დღის განმავლობაში) 1–2 დღის განტვირთვის მერე გადავდივართ ცხოვრების სწორ რეჟიმზე. დღის განმავლობაში 8 საათი ჭამა და მერე 16 საათი დასვენება შემდეგ დღემდე. ბოლო ჭამა უნდა იყოს 20.00 საათამდე. აქცენტი უნდა გავაკეთოთ დაბალკალორიულ საკვებზე, ასევე არ უნდა დავიკლოთ ვიტამინები და მინერალები. ხილი ჯობია მივირთვათ ცალკე, საკვების პორციებს შორის. კარგია, თუ დღის პირველ ნახევარში მივიღებთ ნელ ნახშირწყლებს (ბურღულეული, თხილეული, ხილი). ისინი გვავსებენ ენერგიით და გვაძლევენ დანაყრების შეგრძნებას. ჩქარი ნახშირწყლები კი მალე ცვლიან ინსულინის დონეს სისხლში და მალევე გვინდება ჭამა. მათ მიეკუთვნება ტკბილეული, ცომეული, თეთრი ბრინჯი, ტკბილი გაზიანი სასმელები, სახამებელი. დღის მეორე ნახევარში მიირთვით ცილა და ბოსტნეული. ბოსტნეული კარგია ნედლად სალათებში ზეითუნის ზეთით და ლიმონის წვენით. ასევე, დიეტების დროს კარგია ფიტოსაშუალებები: მწვანე ჩაი, კოჭა, კარკადე, სიმინდის ულვაში, მოცვი. კარგია, თუ ჩაის დაამატოთ ცოტა დარიჩინი, ის ამცირებს მადას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.

სხეულის კორექციისთვის მნიშვნელოვნია მასაჟიც…

მასაჟი – ესაა ფიზიოთერაპიული მეთოდი, რომელიც აღადგენს სისხლის მიმოქცევას, ლიმფოდრენაჟს, დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აჯანსაღებს კანს და ამარაგებს სისხლით შინაგან ორგანოებს. კორექციის მიზნით მასაჟი გამოიყენება უხსოვარი დროიდან. თაფლის და ვაკუუმური მასაჟი ამ მიზნით აღმოსავლეთიდან მოსული უძველესი მეთოდია. ასევე, თანამედროვე უმოძრაო ცხოვრების რიტმში აუცილებელია ლიმფოდრენაჟული მასაჟი. წყალქვეშა მასაჟი კი ათავისუფლებს სახსრებსაც და ახლომდებარე ლიმფურ კვანძებს წმინდავს. ასევე, თანამედროვე ესთეტიურ მედიცინაში არსებობს დიდი არსენალი აპარატურული საკორექციო მეთოდებისა. ესაა ვაკუუმი, პრესოთერაპია, კავიტაცია, მიოსტიმულაცია, რადიოლიფტინგი და ა.შ.

გარკვეულ ადგილებზე, სადაც მოშვებული კანი და ცხიმის კვანძებია, ძალიან ამართლებს ინექციური თერაპია. ლიპოლიტიკები (ანუ ცხიმების დამშლელი პრეპარატები) მეზოთერაპიის მეთოდის შეჰყავთ და შლიან ცხიმებს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კურსი უნდა ტარდებოდეს სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ და ირჩეოდეს ინდივიდუალურად აპარატი და მასაჟი. საჭიროა კომპლექსი, ერთი აპარატი და ერთი მასაჟი ვერ მოაგვარებს პრობლემას ბოლომდე. რადგან ღრმა ცელულიტების დაშლა და დრენაჟი, მოდელირება და გამკვრივება – ეს კურსის 3 ეტაპია, რომელსაც სხვადასხვა აპარატები და მასაჟები ჭირდება თანმიმდევრულად და ინდივიდუალურად.

დიეტასთან და მასაჟთან ერთად, სასარგებლოა არის ვარჯიშიც…

ვარჯიში აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრებისთვის. კარგია თუ ვარჯიშს დავიწყებთ დიეტის და მასაჟების შემდეგ. თუ სავარჯიშო დარბაზში ვერ დადიხართ, შეგიძლიათ იაროთ სწრაფი ნაბიჯით, სუფთა ჰაერზე. ასევე, ტონუსში გამყოფებთ ცეკვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g