როგორც ცნობილია, მწვანე ჩაი აჩქარებს მეტაბოლიზმს. ამასთან, აძლიერებს თერმოგენეზის პროცესს, რომელიც ორგანიზმს კალორიების დაწვაში ეხმარება. ცნობილი მოდელები, გარდა იმისა, რომ მწვანე ჩაის მიირთმევენ, თავის რაციონში ამცირებენ ნახშირწყლებს. მწვანე ჩაი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უშლის კიბოს უჯრედების წარმოქმნას, ართრიტის განვითარებას და იცავს გულს. ეს დიეტა არ არის მიზანშეწონილი ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის, რადგან მწვანე ჩაი შეიცავს დიდი რაოდენობით კოფეინს.

შემდეგი, უმი პროდუქტების დიეტა გახლავთ: ამ დიეტის დროს მხოლოდ უმი პროდუქტების მიღება შეგიძლიათ, ნებისმიერი სახის, თუნდაც ხორცის. რაოდენობაც არ არის შეზღუდული. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ძალიან საშიშია ორგანიზმისთვის. დიდი საშიშროებაა თქვენს ორგანიზმში მოხვდეს მომაკვდინებელი ბაქტერია, რომელიც სწორედ უმ პროდუქტებშია.

ბოლოს კი გეტყვით როგორ უნდა დავიცვათ დიეტა კანის ტიპის მიხედვით. ამ დიეტის საშუალებით ცნობილმა ადამიანებმა უმოკლეს დროში დაიკლეს. კანის სპეციალური ანალიზის მიხედვით დგინდება თუ რომელი მინერალები აკლია ორგანიზმს და მათ შესავსებად შედგება კვების რაციონი. დიეტა მოიცავს კარტოფილს, მარცვლეულს, თეთრ ხორცს, თევზს, ბოსტნეულსა და ხილს. დიეტა არის კარგად დაბალანსებული და არანაირი ზიანი არ მოაქვს ორგანიზმისთვის. უბრალოდ აუცილებლად უნდა მიაკითხოთ პროფესიონალ ექიმს და დაწვრილებით აუხსნათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა.