კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სანზონის დასახლებაში, დღეს, გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. ავარიულად დაზიანებული 900 მმ-იან ფოლადის მაგისტრალზე სამუშაოებს კომპანია, დღეს, 15:00 საათიდან დაიწყებს.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 15:00-დან 23:00 საათამდე, ნაძალადევის რაიონში წყალმომარაგება შეუწყდება:
- დიღმის მასივს, მათ შორის: ლუბლიანას, ჩაჩავას, ბელიაშვილის და ბოხუას ქუჩებს
- ც. დადიანის II მ/რაიონს, ჩარგლის, ზიგზაგის, გვაზაურის, სააკაძის, ჭიჭინაძის, ჯანელიძის, ურიდიას და ნაძალადევის რაიონის ზოგიერთ ქუჩას.