LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიღმის მასივში ჯემალ ჭკუასელის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა

301
ჯემალ-ჭკუასელი

დღეს, დიღმის მასივში ქართველი მომღერლის, სახალხო არტისტის, ანსამბლ ,,ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელის ჯემალ ჭკუასელის სახელობის სკვერი გაიხსნა, მიმდებარე ქუჩას კი მისი სახელი ეწოდა.

აღსანიშნავია, რომ ბატონი ჯემალი წლების განმავლობაში ამ უბანში ცხოვრობდა. განუსაზღვრელად დიდია ბატონი ჯემალის ღვაწლი ქართულ სამუსიკო კულტურაში, უნიკალური ფოლკლორული ნიმუშების აღდგენასა და წარმოჩინებაში. იგი გახლდათ ერთ-ერთი მათგანი, ვინც შეძლო დანარჩენი მსოფლიოსთვის გაეცნო ჩვენი პოლიფონია და ქორეოგრაფია, სწორედ ამ დამსახურებისთვის გადაეცა უმაღლესი ჯილდო – “ხელოვნების ქურუმის” საპატიო წოდება.

ამ ქუჩის და სკვერის არსებობა, უამრავ ჯილდოსთან და ტიტულთან ერთად, ქართველის ხალხის ბატონი ჯემალისადმი სიყვარულის და პატივისცემის კიდევ ერთი დადასტურებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები