LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიღმის მასივში მოზარდი მე-8 სართულიდან გადმოვარდა

92

თბილისში, დიღმის მასივში მე-8 სართულიდან მოზარდი გადმოვარდა. ბავშვი ავტოფარეხზე დაეცა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

დაშავებული მძიმე დაზიანებებით ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

„ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულიხმობს.

მოზარდის გადმოვარდნასთან დაკავშირებით არაოფიციალური ვერსიაც ვრცელდება, რომლის მიხედვითაც ბიჭი შემთხვევა “ლურჯ ვეშაპთან” არის დაკავშირებული.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მოზარდის „ლურჯ ვეშაპთან” კავშირს ისინი ამ ეტაპზე არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

“გამოძიება დაადგენს ჰქონდა თუ არა ფაქტს კავშირი, “ლურჯ ვეშაპთან”, – განაცხადეს შსს-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g