LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 91 პაციენტია მოთავსებული

234
photo-2021-08-20-12-57-31

დიღმის საველე ჰოსპიტლში ამ დროისათვის 91 ადამიანია მოთავსებული.

ამის შესახებ ჰოსპიტლის კოორდინატორმა რევაზ კუჭუხიძემ განაცხადა.

როგორც კუჭუხიძე განმარტავს, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„დღეის მდგომარეობით ჰოსპიტალში მოთავსებულია 91 პაციენტი. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. რამდენიმე პაციენტი არის საყურადღებო და შესაძლებელია დღის განმავლობაში მათი რეფერირება მოხდეს პროფილური სამედიცინო დაწესებულებაში. წუხელ განხორციელდა ერთი პაციენტის გადაყვანა საავადმყოფოში. მას აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები. საერთო ჯამში ჰოსპიტალიდან, მათი მდგომარეობის დამძიმების გამო, სულ ხუთი პაციენტის გადაყვანა მოხდა. ამ ეტაპზე ჰოსპიტალს ჟანგბადის ნაკლებობა არ აქვს, ყველა პაციენტს მიეწოდება საჭირო რაოდენობით. “,-განაცხადა კუჭუხიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g