LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიღმის საველე ჰოსპიტალში ცხრა პაციენტი განათავსეს

98
საველე ჰოსპიტალი

დიღმის საველე ჰოსპიტალში პირველი პაციენტები მოათავსეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, ჰოსპიტალში განთავსებული პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“აქ არიან პაციენტები, რომლებსაც სჭირდებათ დამატებითი ჟანგბადი” – აცხადებს გაბუნია

მისი განცხადებით პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და სავეჰე ჰოსპიტლის პირობებში მკურნალობა შესაძლებელია.

“ეს ასეც იყო დაგეგმილი. მძიმე პაციენტების გადაყვანა ჰოსპიტლებში არც იგეგმებოდა“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამ დროისთვის დიღმის საველე ჰოსპიტალში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით 9 პაციენტია მოთავსებული.

magti 5g