LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

Untitled

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ განუცხადა. ​აფეთქების შედეგად არიან ასევე დაშავებულები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ტერიტორია უკვე დაცლილია მაცხოვრებლებისგან. ადგილზე იმყოფება თბილისის მერი კახა კალაძე. მას ჯერჯერობით მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g