დიდ დიღომში მომხდარ შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მესამე მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის აივანი ჩამოინგრა, როგორც ცნობილია, ამ დროს ქალი აივანზე იდგა.
აივნის ჩამონგრევის ფაქტი “ფორტუნას” დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.