დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ , ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. შენობაში ჩამსხვრეულია შუშები და არის ხანძარია. არსებული ინფორმაციით, აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე ცნობილი არაა, მაგრამ ტერიტორიიდან საკაცით გაიყვანეს ორი ცხედარი.
ადგილზე მუშაობს სამაშვე,ლო სმასახური.ისინი ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანას ცდილობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამატენით დეტალებს ამ ეტაპზე არ ფლობს. ჯერჯერობით მაშველები მათ გამოყვანას ვერ ახერხებენ.
მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები.