თბილისში კერძო სახლი 3 მილიონ ლარზე მეტად იყიდება. საცხოვრებელი ფართი დიღომში მდებარეობს. მისი ოფიციალური ღირებულება კი 3 177 500 ლარს შეადგენს.
კერძო სახლის გაყიდვასთან დაკავშირებული განცხადება გაზეთ „სიტყვა და საქმეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე – ss.ge-ზეა განთავსებული.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, დიღომში მდებარე კერძოს სახლის ფართობი 1050 კვ. მეტრია, რაც შეეხება საერთო ფართობს, ანუ ეზოს ჩათვლით, ის 1400m²-ს შეადგენს.
თბილისში ბინა 5 მილიონ ლარად იყიდება (იხილეთ ფოტოები)
"ბინა გათვლილია მხოლოდ ვიპ-კატეგორიის მომხმარებლებზე" - წერია განცხადებაში
„იყიდება თეთრი ვილა დიღომში. სრულად გარემონტებული, დათბუნებული, სრული ტექნიკითა და ავეჯით. 6 საძინებელით – ყველას აქვს საუკუთარი სველი წერტილი, აუზი, საუნა, სატრენაჟორო, ჯაკუზი, საგარდერობო, 2 საკუჭნაო, 2 გარე საკუჭნაო, დაცვის კამერები და სენსორები. ულტრა თანამედროვე სახლი“, -– წერია ss.ge-ზე განთავსებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, „თეთრი ვილა“ ახალი აშენებულია.