LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში წყლის გამაცხელებელი აალდა – არიან დაშავებულები

257
police1

დიდ დიღომში, საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი აალდა. შედეგად ორი მამაკაცია დაშავებული.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გამაცხელებელი აბაზანაში იყო დამონტაჟებული.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 240-ე პრიმა მუხლით აღიძრა, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g