LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიიდი მარადონას კუჭიც დიდია

39

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ვენესუელის საავადმყოფო უკვე დატოვა. როგორც ცნობილია, კუჭის ზომაში შემცირების ოპერაცია ბოლო ათი წლის განმავლობაში უკვე მეორედ გაიკეთა.

ოპერაცია არგენტინის ნაკრების ყოფილ კაპიტანს წონაში დაკლებაში უნდა დაეხმაროს. ექიმების განცხადებით, ფეხბურთელის ამჟამინდელი წონა ნორმას 75 კილოგრამით აღემატება, რამაც შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლემა 2004 წელს დაეწყო, ის ორჯერ მოხვდა რეანიმაციაში კუჭისა და გულის დავადებებით. 2000 წელს კი ურუგვაიში მარადონას კოკაინის გადაჭარბებული დოზის გამო გულის უკმარისობა დაემართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები