LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიჯიტალიზაციამ იმდენად ღრმად შეაღწია ბიზნესის ნებისმიერ მიმართულებაში, რთულია რაიმე გააკეთო IT ტექნოლოგიების გარეშე – „ოპექსი“

256
216991470-112023787820024-1322229920310329328-n

შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ საზოგადოება მიემართება ციფრული მომავლისკენ. მოთხოვნების ზრდა კონკურენტუნარიანობასა და წარმადობაზე გარდაუვალს ხდის ოპერაციების გაციფრულებას. დიჯიტალიზაცია ამარტივებს მომხმარებელთან ურთიერთობას და აჩქარებს ურთიერთქმედებას კლიენტებსა და კომპანიებს შორის, – ამის შესახებ კომპანია „ოპექსში“ აცხადებენ, რომელიც ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და ბიზნესსექტორის ყურადღება უკვე მიიპყრო.

„ოპექსის“ დაარსების მიზნებზე, სამომავლო ხედვებსა და ამჟამინდელ საქმიანობაზე, „ფორტუნა“ კომპანიის მენეჯმენტს ესაუბრა.

რა მიზნით შეიქმნა კომპანიაოპექსიდა რას მოიცავს მისი საქმიანობა?

თანამედროვე ბიზნესის საქმიანობა წარმოუდგენელია IT-ტექნოლოგიების გარეშე. დიჯიტალიზაციამ იმდენად ღრმად შეაღწია ბიზნესის ნებისმიერ მიმართულებაში, იქნება ეს სოც. ქსელები, კომუნიკაციები, სააღრიცხვო სისტემები, ვიდეომონიტორინგის სისტემები თუ სხვა, რომ რთულია რაიმე გააკეთო IT ტექნოლოგიების გარეშე. მეტიც, მრავალი ბიზნესი სწორედაც რომ ამ ტექნოლოგიებს ეფუძნება, მაგალითად ელექტრონული კომერცია.

ჩვენი გუნდის წევრები არაერთი წელია, წარმატებით საქმიანობენ სხვა და სხვა კომპანიებში, IT მიმართულების წამყვან პოზიციებზე. ამ საქმიანობის შედეგად დაგვიგროვდა საკმაოდ დიდი გამოცდილება უშუალოდ IT მიმართულებაში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების მართვის კუთხით. გაგვიჩნდა სურვილი, მოგვეხდინა ამ ცოდნისა და გამოცდილების კონსოლიდირება და შეთავაზება საქართველოში მოღვაწე კომპანიებისთვის. ასე შეიქმნა კომპანია „ოპექსი“.

მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ბიზნესში IT ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა, რომლის ეფექტიან მუშაობაზეც დამოკიდებულია ბიზნესის ეფექტიანობაც. მაგალითისთვის, თუ კომპანიის სააღრიცხვო სისტემა, ან თუნდაც ვებგვერდი, რომლითაც ის იღებს შეკვეთებს მუშაობს შეფერხებით, ბიზნესი ვერ ემსახურება ამ შეკვეთებს, შესაბამისად სრულად ვერ იყენებს მის პოტენციალს და კარგავს შემოსავლებს. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ კომპანიებს ააწყონ მათ ბიზნეს-მოთხოვნებზე ორიენტირებული მდგრადი და ხარჯ-ეფექტური IT-ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ყუველდღიურ საქმიანობას უწყვეტი სერვისებით.

რა ტიპის მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?

„ოპექსი“ ორიენტირებულია მიაწოდოს ბიზნესს როგორც სასერვერო და საოფისე ტექნიკა, ასევე სრულყოფილი IT-მომსახურებაც. ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ კომპანიის ბიზნეს მოთხოვნების ანალიზი და ამ ანალიზზე დაყრდნობით, შევთავაზოთ ეფექტიანი IT გადაწყვეტილებები. ჩვენი  მომსახურების არეალში შედის როგორც: ვიდეომონიტორინგის სისტემების დაპროექტება/მონტაჟი, ასევე კორპორატიული ქსელები, სასერვეროების მოწყობა, კომპანიების ციფრულ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, IT-სერვისებისა და ინფრასტრუქტურის ადმინისტრირება, IT-აუდიტი და სხვა.

რითი გამოირჩევაოპექსიბაზარზე არსებული კონკურენტებისგან?

„ოპექსის“ უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ განცალკევებული ამოცანა გადავჭრათ, ან რაიმე მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, მაგალითად ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემა დავნერგოთ, არამედ მივუდგეთ კომპანიების გამოწვევებს, ამოცანებსა, თუ პრობლემებს კომპლექსურად. ჩვენი ერთერთი ძირითადი ამოცანაა, მოვახდინოთ ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია, განვახორციელოთ რა IT და საოპერაციო პროცესების დიჯიტალიზაცია, რაც ნებისმიერ თანამედროვე ბიზნესს უმცირებს ხარჯებს და აძლევს კონკურენტული უპირატესობის მოპოვების საშუალებას.

ჩვენს მომხმარებლებს არ უწევთ ცალკეული ამოცანების გადასაჭრელად სხვადასხვა ორგანიზაციების ძიება, კოორდინაციაზე და ინციდენტების მართვაზე დროის ხარჯვა. ამაზე ჩვენი კომპანია ზრუნავს.

სად და როგორ შეუძლია მომხმარებელს თქვენი სერვისის მიღება? მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით ოპერირებთ, თუ რეგიონებშიც?

მოგეხსენებათ, დღეს ტექნოლოგიები იმდენად განვითარებულია, რომ IT ინფრასტრუქტურისა თუ ცალკეული სერვისების მენეჯმენტი შესაძლოა განხორციელდეს დისტანციურადაც. შესაბამისად, ჩვენს კომპანიას შეუძლია მიაწოდოს მომსახურება არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ ქვეყნის მაშტაბით. მეტიც, თუ საუბარი მხოლოდ სერვისების იმპლემენტაციაზეა და არა ვთქვათ ქსელის მოწყობაზე, ქვეყნის საზღვრებსაც ვცდებით.

ჩვენს პრაქტიკაში არის შემთხვევა, როდესაც შეერთებულ შტატებში შევიძინეთ სერვერები, განვათავსეთ ატლანტაში მდებარე პროვაიდერის სასერვეროში, გავშალეთ მათზე ვებ-სერვისები და განვახორციელეთ საქართველოში მდებარე მონაცემთა ცენტრთან ინტეგრირება. ყოველივე ამის ორგანიზება ოფისიდან გაუსვლელად განხორციელდა.

კომპანიის განვითარების სტრატეგია უკვე გაწერილი გაქვთ?

სამწუხაროდ, საქართველოში ბევრ კომპანიას გააზრებულიც კი არ აქვს თუ რა დადებითი ეფექტის მოხდენა შეუძლია, პროცესების გაციფრულებას ბიზნესისთვის. რაოდენ მნიშვნელოვანია ვაჭრობასა, თუ წარმოებაში უწყვეტი და ავტომატიზირებული პროცესების უზრუნველყოფა. ეს ამცირებს ადამიანურ შეცდომებს, საოპერაციო დროს, ზრდის აღრიცხვის სიზუსტეს და ანალიტიკის ხარისხს, რაც კონვერტირდება დანახარჯების შემცირებაში და საოპერაციო მოგების ზრდაში.

ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ კომპანიებს თანამედროვე ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვაში და მათი ეფექტების გამოყენებაში, განვავითაროთ რა საქართველოში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ბიზნესსაქმიანობისთვის გამოყენების კულტურა, რათა ნებისმიერი ტექნოლოგიური კომპანია ბევრად უფრო ეფექტიანი და კონკურენტუნარიანია.

„ოპექსი“ მუდმივად სწავლობს მსოფლიოში არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებს და პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებს ინფორმაციულ ტექნოლოგიებში სერვისების, პროგრამული უზრუნველყოფისა თუ ტექნიკის მომწოდებელ კომპანიებთან. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, საქართველოში მოღვაწე რაც შეიძლება მეტ კომპანიაში შევიტანოთ ეს ტექნოლოგიები და მსოფლიო გამოცდილება, ამით ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g