LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიკაპრიოს „ოსკარებზე“ მოწევა აუკრძალეს

78

ცოტა ხნის წინ, ლეონარდო დიკაპრიომ აშშ-ის კინომსახიობთა გილდიის პრიზი მოიპოვა. SAG Awards-ის ცერემონიაზე მსახიობმა თავს უფლება მისცა მოეწია, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ელექტრო-სიგარეტი იყო, ჰოლივუდის ვარსკვლავის გარშემო ამ ყველაფერმა მორიგი სკანდალი გამოიწვია.

თუ SAG Awards-ის ორგანიზატორებს ამ ფაქტის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ, უკვე ცნობილი ხდება, რომ ცნობილ „დოლბის თეატრში“, სადაც  „ოსკარების“ საღამო ჩატარდება, მოწევა სასტიკად აკრძალულია – აკრძალვაში მოხვდა ასევე ლეოს ელექტრო-სიგარეტიც.

იმ შემთხვევაში თუ მსახიობი მაინც მოისურვებს მოწევას, მას თეატრის შენობაში, სპეციალურ ზონაში გასვლა მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები