LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიკლო – თუშეთის სადარაჯოზე – ბონ ვოიაჟი

158
დიკლო - თუშეთის სადარაჯოზე - ბონ ვოიაჟი

ბონ ვოიაჟი საქართველოს ტურს აგრძელებს და ამჯერად თუშეთს გაგაცნობთ,კერძოდ კი სოფელ დიკლოს.

დიკლო მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე კერძოდ ზღვის დონიდან დაახლოებით 2150 მეტრზე.

დიკლო შედგება 2 ძირითადი ნაწილისაგან: სოფ. დიკლო  და მისგან 2.5კმ.-ით დაშორებული დიკლოს ციხე , რომელიც ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ციხეს ბიჭეხის ციხეს ეძახიან.

XIX საუკუნემდე სოფელი ციცაბო კლდეზე ციხის ქვემოთ მდებარეობდა,ფერდობები იმდენად ციცაბოა რომ გადმოცემის თანახმად ოჯახები ღამით ბავშვებს  საწოლზე აბამდნენ რომ არ დაგორებულიყვნენ.დაღესტნელების შემოსევის შედეგად დასახლება განადგურდა,ამის შემდეგ, სოფელმაც ადგილი იცვალა და აქვე 2 კილომეტრში სხვა ფერდობზე აღორძინდა.

დიკლოს დაცემასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, 18 დღის მანძილზე 16 დიკლოელი აკავებდა თურმე ხეობაში შემოჭრილ მტრის 4000 იან ლაშქარს.

ამ ციხის ფერდობებს იქით რუსეთის საზღვარია.ციხე-სახლი გვიანდელი შუა საუკუნეების პერიოდს განეკუთვნება სამსართულიანი ნაგებობა ფიქლის ქვითაა აშენებული. თითოეულ სართულს თავისი დანიშნულება ჰქონდა:

  • პირველი სართული საქონლის სადგომად გამოიყენებოდა
  • მეორე სართული საცხოვრებელ სივრცეს წარმოადგენდა
  • მესამე სართული თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა

დიკლოსთან ახლოს გოგირდის მინერალური წყლებიცაა.

აქედან მოჩანს ორი სოფელი რომელიც რამდენიმე წლის წინ საქართველოს ტერიტორიას ეკუთვნოდა ამჯერად სამწუხაროდ რუსეთის საზღვრებში მოექცა.

ციხის ფერდობიდან ზღაპრული ხედები იშლება. მასთან მისვლა ამჟამინდელი სოფელი დიკლოდან ფეხით,ან მაღალი გამავლობის ავტომანქანით შეიძლება,თუმცა ფეხით ასვლას გირჩევთ,რადგან ასე მეტად უსაფრთხოა და სანახაობაც მეტი.

Dio magti 5g