საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც წერია, „ქალბატონო სალომე გვეამაყებით, რომ ჩვენი პრეზიდენტი ხართ“.
„დილის 5 საათი მიუნხენში გამგზავრებამდე … ყველა სიგელებზე და სტატუსებზე უფრო ძვირფასია! 😍🇬🇪“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისათვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.