LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დილის ექვსი საათია, რა თბილია ზაფხულის წვიმა“ – მამულიჩა ბათუმიდან მეუღლის კადრებს გვიზიარებს

507
ლელა წურწუმია

მომღერალ ლელა წურწუმიას ბათუმში კონცერტი ჰქონდა. წვიმის მიუხედავად კონცერტზე, რომელიც  soho batum -ში ჩატარდა, უამრავი მაყურებელი მივიდა.

მომღერლის მეუღლე და პროდიუსერი კახა მამულაშვილი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც კონცერტის შემდეგი კადრებია გადაღებული.

კადრებში ჩანს, როგორ ბრუნდებიან ლელა და მამულიჩა კონცერტიდან.

„კონცერტის მერე, მივცურეთ ფაქტობრივად სახლში“, – წერს მამულიჩა.

ბათუმის წვიმიან ქუჩებში სიარულისას, ლელა აღნიშნავს, რომ „ხო, გავფანტეთ, ძალიან კარგი კონცერტი იყო“.

„დილის ექვსი საათია, რა თბილია ზაფხულის წვიმა“, – ამბობს მომღერალი.

ვიდეო: „მადლობა, რომ ასე ძალიან გიყვართ ლელა, მადლობა რომ ბევრნი ხართ“ – რა კადრებს გვიზიარებს მამულიჩა ლელა წურწუმიას კონცერტიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები