LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დილის მონაცემებით, ვაქცინაზე დაახლოებით 27 000 ჯავშანი იყო, რაც შედარებით ნაკლებია, ვიდრე მოლოდინი გვქონდა: გაბუნია

95
თამარ გაბუნია

“დილის მდგომარეობით, ვაქცინაზე ჯავშანი დაახლოებით 27 000 იყო, რაც შედარებით ნაკლებია, ვიდრე მოლოდინი გვქონდა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა ვაქცინაციის თაობაზე გადაწყვეტილება არ გადადონ და რაც შეიძლება სწრაფად ჩაეწერონ.

თამარ გაბუნიამ ასევე ისაუბრა შესაძლო მიზეზებზეც, თუ რამ გამოიწვია შედარებით დაბალი აქტივობა და აღნიშნა, რომ მაჩვენებელი ეტაპობრივად გაიზრდება, ახლა კი შესაძლოა, არის გარკვეული მოლოდინი ალტერნატიული არჩევანის თაობაზე:

“დილის მდგომარეობით, დაახლოებით 27 000 ჯავშანი იყო, იმატებს სწრაფად, ახლა შესაძლოა მეტია, მაგრამ დილით იყო 27 000, რაც შედარებით ნაკლებია ვიდრე მოლოდინი გვქონდა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ არ გადადოს მოქალაქემ გადაწყვეტილება ვაქცინაციის თაობაზე და რაც შეიძლება სწრაფად ჩაეწეროს.

რა თქმა უნდა, მოლოდინი მეტის გვქონდა და ვფიქრობთ, ეს მაჩვენებელი ეტაპობრივად გაიზრდება. შესაძლოა გარკვეული მოლოდინი არის ალტერნატიული არჩევანის თაობაზე.

იცით, რომ შესაძლებელია ქვეყანაში შემოვიდეს “ასტრაზენეკას”, “ფაიზერის” დოზები, ასევე სხვა ვაქცინები და შესაძლოა, მოქალაქეების ნაწილი გარკვეულწილად იცდის, ვიდრე ეს შესაძლებლობაც გაჩნდება და რეგისტრაციას არ ჩქარობს.” – აღნიშნა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ახლა მთავარია საინფორმაციო კამპანიის გააქტიურება და უწყებებში, ასევე ბიზნესებში ადგილზე მუშაობა; განმარტება ვაქცინაციის სარგებელის შესახებ და ასევე იმის თაობაზე, თუ რა ზიანი შეიძლება მოიტანოს ვაქცინაციის თითოეული დღით გადავადებამ.

mazda magti 5g