LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დილით, დაახლოებით 9-ის წუთებზე კარებზე ბრახუნით მოვიდნენ. ბავშვთან ერთად ვიყავი“- სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა დასრულდა, პროკურატურის წარმომადგენლებმა სახლი დატოვეს

182
მარიამ ბაჯელიძე

სამოქალაო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა დასრულდა – პროკურატურის წარმომადგენლებმა მისი საცხოვრებელი უკვე დატოვეს.

მარიამ ბაჯელიძის თქმით, მას მობილური ტელეფონი ჩამოართვეს.

„დილით, დაახლოებით 9-ის წუთებზე კარებზე ბრახუნით მოვიდნენ. ბავშვთან ერთად ვიყავი. რომ ვიკითხე ვინ იყვნენ, მითხრეს მეზობელი ვარო. 4 ადამიანი იყო, სამხრე კამერები რომ ჰქონდათ ჩართული დავინახე.

მითხრეს, რომ პროკურატურიდან იყვნენ და ჩხრეკის უფლება ჰქონდათ. შემოვიდნენ და ჩამომართვეს მობილური ტელეფონი, მითხრეს, რომ გადაღების უფლება არ მქონდა“. – აღნიშნა მარიამ ბაჯელიძემ.

ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

„ჩხრეკაზე მოვიდნენ ჩემთან. ყველა ფონდის დამფუძნებელთან შევიდნენ,“ – წერს ჟორჟოლიანი.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობს „ნანუკას ფონდის” დამფუძნებლის, ტელეწამყვანისა და ჟურნალისტის – ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში.

ასევე, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის – ალეკო ცქიტიშვილის სახლშიც.

Posted by Mariam Bajelidze on Monday 28 April 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g