LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმა ობოლაძემ პირდაპირ ეთერში იტირა (ვიდეო)

239

დათო პეტრიაშვილის გარდაცვალებას ქართულ საფეხბურთო სამყაროში დიდი გამოხმაურება და გულისტკივილი მოყვა. უამრავი ადამიანი იხსენებს ახალგაზრდა კაცს, რომელმაც თავისი კვალი დატოვა ქართულ ფეხბურთში და სხვადასხვა დროს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა. იგი იყო უეფას და ფიფას მატჩების დირექტორი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, თბილისის “დინამოს” ყოფილი მმართველი დირექტორი, კიდევ უფრო ადრე კი მუშაობდა ფეხბურთის ფედერაციაში.

ემოციის გარეშე ვერ შეძლო ამ სამწუხარო ამბის გამოცხადება ცნობილმა სპორტულმა კომენტატორმა დიმა ობოლაძემ, რომელსაც პირდაპირ ეთერში ცრემლები მოადგა და ასე აცრემლებულმა ისაუბრა მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასა და დათო პეტრიაშვილზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები