დიმა ობოლაძე, რომელიც „რუსთავი 2“-ზე წლებია, მუშაობს და მისი ერთ-ერთი გამოკვეთილი სახეა, „იმედის“ თანამშრომელი ხდება. ამის შესახებ მცირე ხნის წინ გახდა ცნობილი. თავად ტელეწამყვანი ამ ამბავს ადასტურებს.
– შეგიძლიათ, დაადასტუროთ ის ინფორმაცია, რომ “იმედზე” გადახვედით?
– კი ბატონო…
– რა შემოთავაზება გქონდათ?
– რა შემოთავაზება მქონდა, კონფიდენციალურია. მთელი სპორტული სეგმენტი, რაც არის “იმედში”, მევალება მე. ჯერ კიდევ მოლაპარაკების პრიცესში ვართ.
– უკვე გადახვედით?
– მუშაობას ორშაბათიდან შევუდგები.
– ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ არ იცოდა თქვენი გადაწყვეტილების შესახებ… ჩააყენეთ საქმის კურსში?
– დიახ.
– ალბათ, “რუსთავი 2” -ში გულისწყვეტას გამოხატავენ თქვენს წასვლასთან დაკავშირებით…
– ძალიან მძიმე დამშვიდობება მქონდა ჩემს მეგობრებთან. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ არ მოგატყუოთ, მაგრამ მოხდა და ხდება ასეთი რაღაცები, რას ვიზამთ… “რუსთავი 2”-ში 21 წელი ვიმუშავე…
ნინო მურღულია