LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმა ობოლაძის „იმედზე“ გადასვლასთან დაკავშირებული „ფეისბუქ“-გამოხმაურებები

217

გუშინ, 15 მარტს ცნობილი გახდა დიმა ობოლაძის გადაწყვეტილების შესახებ. მან „რუსთავი 2“ დატოვა, სადაც 21 წელიწადი გაატარა და „იმედზე“ გადავიდა, სადაც სპორტულ სეგმენტს მთლიანად ჩაიბარებს. როგორც თავად ამბობს, „იმედმა“ უკეთესი პირობები შესთავაზა.

„ფეისბუქში“ დიმა ობოლაძის „იმედზე“ გადასვლას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

თათა ხუნდაძე: „გეგონება, საყვარელმა კარის მეზობელმა სახლი გაყიდა, ისე მეწყინა… დიმა ობოლაძის „უფეისბუქობა“ იქნებოდა? რამდენი რამ გვაქვს სათქმელი“

დავით კოვზირიძე: „მინდა გაცნობოთ – მე „ერთსულოვნებაზე“ გადავდივარ და წავიყვან გადაცემას წმინდა კაცთან“

მაცაცო კევლიშვილი: „სადაც უნდა გადავიდეს, მეგონება, რომ „რუსთავი 2“-ს ვუყურებ“

თენგო გოგოტიშვილი: „ტვ „იმედი“ – ალალად გილოცავთ დაბადების დღეს! ორივე შენაძენსაც გილოცავთ, თუმცა გული ალალად მწყდება. ეს რაუნდი მოიგეთ:)“

დათო კიკალიშვილი: „დიმა ობოლაძე კაი ადამიანი მეგობარი და თავისი საქმის მოყვარულია. „რუსთავი 2“-თან ერთად ბევრი რამ გადახდომია და ყველაზე კრიზისულ პერიოდებში არ მიუტოვებია ეს არხი. მის გადაწყვეტილებას თავისი მიზეზები ექნებოდა. ასე რომ, ვინც მას არ იცნობთ, მოერიდეთ ნაჩქარევ განსჯას და აჯობებს, უფრო მნიშვნელოვანი თემებით დაკავდეთ!!!“

 

magti 5g